დღიური

                           პროექტის   დღიური  

         

                                              დღე -პირველი    


გამარჯობა!  მე  ლიკა ვარ, დღეიდან  ვიქნები პროექტის „მეგზური“

გუშინ ია მასწავლებელმა უცნაური კითხვები დაგვისვა  (უცნაური იმიტომ რომ 

ქართულის გაკვეთილის თემას არ უკავშირდებოდა)  „რა არის მაკულატურა?“, რატომ 

აგროვებენ მაკულატურას?“, „რისგან მზადდება ქაღალდი?“,  შეიძლება თუ არა ქაღალდის

 მეორეული გამოყენება?“, თქვენ თუ შეგიგროვებიათ მაკულატურა?“

ცოტა დავიბენით... ყველამ თავისებურად გასცა პასუხი, ერთმანეთს არ 

ვაცლიდით...ვცდილობდით თავი მოგვეწონებინა მასწავლებელისთვის, რომელიც  ჩვენს

 აბდაუბდა პასუხებს  ინტერესით უსმენდა, თან ცოტა ეღიმებოდა კიდეც. ბოლოს

 გვითხრა,  სულ მალე ყველა ამ და სხვა საიტერესო კითხვებს გავსცემთ პასუხს, მაგრამ 

ხვალ გაკვეთილების შემდეგ მოგიწევთ დარჩენაო ( ეს კი ზოგს არ მოეწონა)

ვნახოთ, რა გველის ხვალ!


                                                  დღე- მეორე


გაკვეთილების მერე ავედით მესამე სართულზე  კომპიუტერების ოთახში. ია 

მასწავლებელმა დიდ ეკრანზე წარმოგვიდგინა პროექტის პრეზენტაცია „ქაღალდი“.

გვესაუბრა პროექტის მიზნებზე, იმ აქტივობებზე, რომლებზეც უნდა გვემუშავა, 

საინტერესო იყო. სხვებისა არ ვიცი, მაგრამ მე მიყვარს პროექტებზე მუშაობა, სახალისოა 

და თან ყოველდღიურ გაკვეთილებს არ ჰგავს..პრეზენტაციის მერე გვკითხა, გვქონდა თუ

 არა სურვილი პროექტზე მუშაობისა, რა თქმა უნდა ყველანი დავთანხმდით-გადაწყდა, 

ვიწყებთ მუშაობას. სამუშაო ვადა განისაზღვრა ერთი თვე.


                                                     დღე -მესამე


დღეს   უნდა დავგეგმოთ , რა უნდა გავაკეთოთ პროექტის ფარგლებში.

კლასში ია მასწი შემოვიდა და ცარცი მოითხოვა და მთხოვა დაფასთან გამოვსულიყავი.

 მითხრა დაფაზე დაწერე, რასაც გიკარნახებო და მეც დავიწყე:

I ჯგუფი-  „ქაღალდი“

II ჯგუფი--„უძველესი ქართული ხელნაწერები“

III ჯგუფი- „უძველესი საბეჭდი მასალები“

IV ჯგუფი- პერგამენტი“

V ჯგუფი- „პაპირუსი“

V I ჯგუფი- „ორიგამი“

ეს იყო თემები რომლებზეც უნდა გვემუშავა ჯგუფებში.  ცოტა ხნის შემდეგ 

მასწავლებელმა მოიტანა პატარა ლამაზი ყუთი , რომელშიც დანომრილი ფურცლები

 ეყარა, სათითაოდ ვიღებდით ფურცლებს, მე პირველ ჯგუფში მოვხვდი. როდესაც ეს

 სახალისო დაჯგუფება დამთავრდა, დაგვევალა შესაბამის თემებზე გვემუშავა, 

მოგვეძიებინა მასალები და Power Point-ით პრეზენტაცია წარმოგვედგინა. ეს საქმე კარგი,

 მაგრამ ამავდროულად რთული იყო.


                                                     დღე -მეოთხე


ზარი დაირეკა. კლასში შევედით. ია (ქართულის მასწავლებელი) მასწმა კლასში

 ფურცლების ამოღება მოითხოვა. გაგვაცნო ქაღალდი , მისი შემდაგენლობა, ამასთან

 დაკავშირებით  კითხვებიც დასვა. მისი ერთ-ერთი კითხვა უკავშირდებოდა 

მაკულატურას . დავიწყეთ  მაკულატურაზე საუბარი. ძალიან სახალისო და გასართობი

 იყო ეს ყველაფერი!

ცოტახანში უამრავი რამ გავიგეთ ფურცლებზე ,ხეებზე , მაკულატურაზე.მასწავლებელმა

 შეგვახსენა, რომ უახლოეს მომავალში დავიწყებდით პროექტის წარმოებას - ქაღალდის

 შესახებ . ძალიან გაგვეხარდა და ყველაფერი ეს, ფურცლებზე ჩავიწერეთ .


                                                            დღე -მეხუთე


კლასში ია მასწავლებელი შემოვიდა . ცარცი მოითხოვა და ცხრილის ჩამოწერა 

დაგვავალა.  ხელის აწევით გავედი დაფასთან და მასწს ველოდებოდი . სულ  6 რამ 

ჩამოვწერე. პირველი -ქაღალდი , მეორე -უძველესი ქართული ხელნაწერები , მესამე -

 უძველესი საბეჭდი მასალები , მეოთხე- პერგამენტი ,  მეხუთე  კი - პაპირუსი , მეექვსე 

-ორიგამი . ესენი თემები იყო , რომლებშიც ბავშვები დავჯგუდებოდით და ინფორმაციას 

შევაგროვებდით .

ია მასწმა დაგვავალა , რომ პატარა ფურცცლებზე ჩვენი სახელები და გვარები დაგვეწერა

 და მერზე დაგვედო .

ცოტა ხნის შემდეგ , თითო ბავშვმა , 6 ფურცელი ავიღეთ და ზედ ციფრები დავწერეთ:

1,2,3,4,5,6. თურმე ია მასწავლებელმა გადაწყვიტა ,რომ კენჭი ეყარა და ამისათვის ლამაზი 

ყუთი მოიტანა.  ბავშვებმა ჩავყარეთ ფურცლები , მასწმა კი ამოურია. კლასში 20 ვიყავით ,

 ამიტომაც ჯგუფში 5-4 ბავშვი უნდა ყოფილიყო . გავდიოდით ყველანი , მე პირველ 

ჯგუფში მოვხვდი . როდესაც ეს სახალისო დაჯგუფება  დამთავრდა  ,  დაგვევალა, რომ

 ჯგუფის შესაფერის თემაზე ინფორმაცია მოგვეძიებია და POWER POINT-ში 

აგვეტვირთა  სკოლაში კი - ფლეშკით უნდა მოგვეტანა .

 ეს საქმე ძალიან კარგი , მაგრამ ამავდროულად რთული  იყო...


                                                  დღე -მეექვსე  


უკვე გამზადებული გვქონდა ინფორმაცია , მაგრამ ია მასწავლებელმა პროექტორის 

მოტანა , ვერ მოახერხა... სამაგიეროდ , სხვა დავალება მოგვცა და შემოდგომში

 პროექტორის მოტანას დაგვპირდა. ახალი დავალება ასეთი იყო: უნდა გავსულიყავით

 ქალაქში და  ხალხი გამოგვეკითხა წინასწარ შედგენილი კითხვებით ამავდროულად, 

უნდა გადაგვეღო ვიდეო და ფოტოები , თუ სურდა ეს  რესპოდენტს , როცა 

მოვრჩებოდით ამ ყველაფერს, WORD-ში უნდა აგვეწყო  შედეგები და ასაკი, რომელმაც 

ყველაზე მეტ კითხვას გასცა პასუხი.


                                                     დღე- მეშვიდე


 მასწავლებელმა თავისი  დანაპირები შეასრულა  და პროექტორის საშუალებით, ჩვენი 

მოძეიებული  ინფორმაციის  წარდგენა მოვახერხეთ . ცოტაოდენი შესწორება შეიტანა

 მასწმა თითოეული დოკუმენტის ჩანაწერევბში . ია მასწმა იკითხა, მოვამზადეტ თუ არა 

პასუხები რომლებიც  გაოკითხვისას მივიღეთ . ზოგს გვქონდა, ზოგს - არა . ამის შემდეგ ,

 დავთქვიტ დღე ბ, როდესაც წარვადგენდით შედეგებს.



                                                     დღე -მერვე



რაოდენ გასაკვირიც , არუნდა იყოს ,  ბევრი ბავშვი , არ მოვიდა შემდეგ გაკვეთილზე... 

მაგრამ მაინც ვისაუბრეთ  თემებზე რომლებიც უკავშირდება ქაღალდს . სამწუხარდ ,

 პასუხები , ვერ გავიხილეთ , მაგრამ  ფოტოებსა და ვიდეოებს დიდი ყურადღება

 დავუთმეთ . მასწავლებლისგან გაფრთილებაც მივიღეთ : კარგად უნდა გვესწავლა ჩვენი

 თემის შესაფერისი ინფორმაცია , რადგანაც მასთან დაკავშირებით , ჯგუფში ვწერდით 

ტეტსტებს  და რამოდენიმე მასწავლებელთან ერთად დირიქტორიც დაგვესწრებოდა . 

მეტი არაფერი თქვა ,მხოლოდ ეს იყო ტეტესტებთან დაკავშირებით გაფრთხილება .

ჩემი აზრით, ია მასს არც არაფერი არაფერი უნდა ეთქვა ამის მეტი ტესტებზე . თუ 

იტყოდა, მაშინ უკვვე  გვეცოდინებოდა ტესტების პასუხები ასე და ამგვარად, ეს დღეც 

დასრულდა...


                                                       დღე -მეცხრე



რატომღაც , ქართულში ტესტების წერა სახალისოა . შეიძლება იმიტომ, რომ 

მოწადინებული ადამიანი ყველაფერს ხალისით აკეთებს. ასეთი მოწადინენული  ვარ და 

არა მარტო მე , ია მასწავლებელიც მთელ კლასთან ერთად . მაგრამ  ვერ მოხერხდა  ამ 

ტესტის წერა . დავღონდით მაგრამ მაინც გვიხაროდა . დღეს არა და ხვალ შეიძლება 

გვეწერა . მოკლედ , შევთანცმდით , თუ როდის გვექნებოდა წერა



                                                    დღე -მეათე



 ქართულის  გაკვეთილზე , სულ სხვა მასწავლებელი შემოვიდა . მან ლამაზი , ფერადი

 მუყაოს პატარა ფურცლები  მოიტანა .გაგვეცნო. შემდეგ, ამ ინფორმაციის წაკითხვა  

მოგვთხოვა . როგორც ჩანდა, მათზე საინტერესო ამბები ეწერა . ხელი ავიწიე და 

მასწავლებელმაც გამიხმო .დავიწყე კითხვა .კითხვისას მთელი კლასი  მისმენდა .ეს იყო 

ინფორმაცია : ხეებზე, ქაღალდზე  და მაკულატურაზე . ბოლოში იყო კითხვები 

რომლებიც კლასის ბავშვებს  დავუსვი .როცა დავჯექი , მეორე , ბავშვიც გამოვიდა და 

მანაც იგივე გააკეთა ,ოღონდ მისი თემა ხეების საფრთხეს ეხებოდა . სულ მალე, ია მასწის 

დაგეგმილი ტესტი უნდა გვეწერა...



                                                დღე -მეთერთმეტე


ძალიან გამეზარდა ის დღე , როცა ტესტები უნდა გვეწერა . მასწავლებელს 

მომზადებული ჰქონდა უამრავი 3 ფერის სმაილი: წითელი , რომელიც იყო მოწყენილი,

 ყვითელი  რომელიც კარგად ვერ გარკვეულიყო , ხოლო მწვანე - გაღიმებული იყო. 

ამასთან ერთდ , დაგვირიგა 3 ფურცელი თითო ჯგუფში . 2ფურცელი ტესტისგან 

შედგებოდა , ის კ -შემეცნებითი იყო და სხვადსხვა მცენარეზე ეწერა-ბარათები ყველას 

სამ-სამი შეგვხვდა . წითელს ავწევდით თუ ვერაფერი გავიგეთ, ყვითელს ,მაშინ როცა 

კარგად ვერა, ხოლო მწვანეს  იმ შემთხვევაში , თუ ყველაფერი კარგად გავიგეთ .

ამავდროულად , კლასში დავალაგეთ მაგიდები რომლებზეც მასწავლებლები და 

დირექტორი დასხდებოდნენ .

ტესტები დავწერეთ , ერთმანეთს ვუსწორებდით შეცდომებს!წარვადგინეთ თემები , 

დავსვით კითხვები ..!

ეს ყველაფერი ძალიან სახალისო იყო . ზარი დაირეკა , კმაყოფილი  დამსწრეები გავიდნენ

 კლასიდან . დავაბრუნეთ ტესტები და კლასის დალაგებას შევუდექით.



                                                   დღე -მეთორმეტე


ტესტების შემოდგომ,ია მასწმა აქტიურობისთვის 2 რამ მოიფიქრა . კლასში შემოსვლისთანავე გვითხრა ეს .  პირველი უნდა მოგვეფიქრებინა ლოგო  ხეების დაცვისთვის და რეკლამა, რომლითაც ლოგოს გავაფორმებდით. უამრავი სხვადასხვა ლოგო და რეკლამა მოგვიგრივდა. ნამდვილად საჭირო იყო ,რომ მაკულატურა  მიგვეტანა ქაღალდის საწარმოებში და შეგვემცირებინა ხეთა ჭრა . ამიტომაც უამრავი რეკლამა და ლოგო დაგროვდა .
მეორე იყო ის, რომ წავსულიყავით სტამბაში ! ეს ძალიან გამეხარდა! დავგეგემეთ , რომ წასვლა იმ დროს გადავწყვეწყვიტა როცა ყველას  გვეცალა.


                                                      დღე -მეცამეტე


მასწავლებელმა შემდეგი საკონტროლოსათვის გაგვაფთხილა . კლასში, ისევ და ისევ გადავიმეორეთ ჩვენი თემები.


                                                   დღე -მეთოთხმეტე


 არ გვეგონა ,რომ  ასეთი რამე მოხდებოდა ! 

მასწავლებელმა კლასში სკოლის სარდაფში ნაპვნი უძველესი ბიბლიის წიგნი 

შემოგვიტანა. გარედან თავად მასწავლებელება იმუშავა და ულამაზესი გაფორმაბა იყო . 

თვითონ წიგნი ,იმდენად დაზიანებული იუპ, რომ სპეციალისტებმა , როგორც შეძლეს,

 ისე გაამაგრეს  და დააწებეს, რომ აღარ ამოხეულიყო .

წაღება-წამოღება , არ შეიძლება , რადგანაც ძველია და შესაძლოა დაზიანდეს .

ძალიან გაგვეხარდა.


                                                დღე -მეთხუთმეტე


მეორედაც მოგვიტანა ია მასწმა ტესტები და დავწერეთ . ეს იყო „წაკითხულის გააზრება“. აქ მოთხრობილი იყო სხვადასხვა მოთხრობა, საიდანაც კითხვებისთვის , უნდა გვეპასუხა ყველაფერი ეს კარგად დასრულდა .

                                                 დღე -მეთექვსმეტე


და , დადგა ის დღე , რომელსაც სტამბაში გადავწყვიტეთ წასვლა ! მივედით სკოლაში და 2 ტაქსი გამოვიძახეთ.როცა სტამბაში შევედით ,გრილოდა  და ქაღალდის სუნი იდგა . გავეცანით ქაღალდის დამამუშავებელ მოწყობილობებს , გავიგეთ მათი სახელები,გადავიღეთ , უამრავი ფოტო და ია მასწავლებელმა საჩუქრად 2 ლამაზი წიგნი მიიღო . ასევე გვაჩვენეს , თუ როგორ იჭრება ,წებდება ,იკვრება და გადამუშავდება ქაღალდი - ეს ყველაფერი ჩვენც გაგვაკეთებინეს და ძალიან ვიხალისეთ!  არასოდეს დამავიწყდება ჩვენი სტამბის დათვალიერება !


                                                   დღე -მეჩვიდმეტე


ამ პროექტის შემუშავებაში დიდი დრო გავიდა და სკოლაც მალე დათავრდება . ია მასწს კიდევ აქვს გეგმა  ჩვენს თემებთან დაკავშირებით და ძალიან მიხარია, რომ ასწთი კარგი საქმეები გავაკეთეთ და დავინეხეთმ რომ შესაძლებელია „ დედამიწის ფილტვების“ გადარჩენა .  სავარაუდოდ , ბევრი მიხვდება  რომ ტყეთა ჩეხვით  საკუთარ თავსაც საფრთხეში იგდებს !


                                                 დღე -მეთვრამეტე


მივედი სკოლაში .ოთახშაი უშველებელი და ამავდროულად ულამაზესი მუყაოს ყავისფერი ხე იყო  გაკრული კედელზე- ისეთი ლამაზი იყო .ია მასწავლებელმა ყველას დაგვირიგა მწვანე ფოთლის ფორმის ფურცლები და ზედ ჩვენი სახელებისა დაგვარების დაწერა მოგვთხოვა. როცა ფურცლები ჩავაბარეთ ,ჩვენი დახმარებით მივაწებეთ ეს ფოთლები ამ ხეზე და ულამაზესი ნამუშევრები გამოვიდა!

                                               დღე -მეცხრამეტე


ამდენ საუბარში , სულ დამავიწყდა რომ ძალიან კარგი რაღაცეები გავაკეთეთ! პირველი ტესტის დაწერამდე , დავიწყეთ ქარალდის დაძველება .მასწმა მოითხოვა , რომ მოგვეტანა ყავა ,წყალი დაფურცლები კლასში .აი ,თურმე როგორ უნდა დავაძველეთ ქარალდი! ქაღალდს დავაყარეთ ყავა და წყალში გახსნის შემდეგ , მთლიან ფურცლებზე გადავუსვით.  გადავიღეთ ფოტოები . ბოლოს , გავაბით თოკი კლასში და სარჭებით დავამაგრეთ ფურცლები , რომ გამშრალიყვნენ ფურცლები...

                                                     დღე -მეოცე


ამ საქმეების ბოლოსენ , მასწავლებლმა წიგნის შექმნა დაგვავალა . დაძველებულ ქაღალდზე ლამაზი ასოებით დავწერეთ სხვადასხვა მოთხრობება, ლექსი... ხელნაწერების აკრეფის შემდეგ ვიმუშავეთ წიგნსა და მის ყდაზე .
ჩვენ შევქმენით ულამაზესი ხელნაწერი წიგნი, სადაც-ჩვენი , ბავშვის ნაწერები არის ჩაკრული .

                                                    დღე -ოცდამეერთე


დადგა დღე , როცა ჩვენს ნაშრომებს ბოლომდე წარვადგენდით აუფიტორიის წინაშე. ჩენ ვიყავით კომპიუტერების ოთახში ,სადაც ჩვენ  გარდა კიდევ იყვნენ სხვა კლასის მოსწავლეები , მასწავლებლები და დირექტირი ,საგულდაგულოდ ია მასწმა მწვანე ყელსახვევები დაგვირიგა  დაასე ლამაზები გამოვდიოდით გუნდის თემის წარსადგენად. ყველა გამოსცვლა შემეცმებითი და სახალისო იყო .ჩვენ წარვადგინეტ ასევე ის პასუხები , რომლებიც გამოკითხვისას მივიღეთ. ყველა კმაყოფილი იყო . ძალიან კარგი გამოვიდა ეს პროექტი! და უამრავი ფოტო გადავიღეთ .
მოულოდნელად ია მასწმა დაგვირიგა დიპლომები , რაც  ძალიან გაგვეხარდა !
ძალიან გამეხარდა და ნასიამოვნები  დავბრუნდი მადლობის სიგელით!

                                                       დღე- ოცდამეორე


 მომავალ ქართულის გაკვეთილზე , ია მასს მადლობა გადავუხადეთ და ასე ბენიერეად დავასრულეთ ჩვენი სასწავლო წელი 
მე ლიკა ვანიშვილი ვარ , მე ვწერ დღიურს , რათა აქ დარჩეს მნიშვნელოვანი ამბები რაც ამ პროექტის  კეთების დროს მომხდარა ! 


Comments